სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი საკუთარ ციფრულ ვალუტას არ გამოუშვებს

0
1005

სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის განცხადებით, უახლოეს ვადებში ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვება არ მოხდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ინგლისურენოვანი გაზეთი Korea Herald-ი ავრცელებს.

შიდა კვლევის ჩატარების შემდეგ ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე ასეთი პროექტის განხორციელება საჭირო არ არის. ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა Korea Herald-ს განუცხადა, რომ კვლევა ორიენტირებული იყო ფართო პერსპექტივებზე, სამართლებრივ და სოციალური ეფექტურობის შესწავლაზე.

“უახლოეს მომავალში ჩვენ არ გვაქვს გეგმები ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტის შესახებ. თუმცა ამ საკითხზე მუშაობა კვლავ გრძელდება”,-განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა.

ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით დეტალური კვლევის ჩატარებას გეგმავს.

უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემულ ციფრული ვალუტას ექნება იურიდიული სტატუსი და იქნება ცენტრალიზებული.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა გამოაქვეყნა კვლევა. კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ მსოფლიოში არსებული ცენტრალური ბანკების 70% საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებაზე მუშაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი