სამხრეთ კორეის მარეგულირებელი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ბანკებს აფრთხილებს

0
477

სამხრეთ კორეის საფინანსო ორგანომ ორი მსხვილი ბანკი კრიპტოვალუტის ტრანზაქციების გამო გააფრთხილა. მარეგულირებელმა ბანკებს ფულის გათეთრების სისტემის უსაფრთხოების ხარისხი დაუწუნა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ფინანსური ზედამხედველობის სამსახურმა Kookmin Bank-ისა და Nonghyup Bank-ის მონიტორინგი ჩაატარა და აღმოაჩინა დაუსაბუთებელი ქმედებები ციფრული ვალუტის გამოყენების დროს.

ამასთანავე, მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეგულირების სტანდარტები არ არის ნათელი და მარეგულირებლის ბრძანება მხოლოდ ზოგიერთ ანგარიშს ეხება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მარეგულირებლის ბრძანების თანახმად, სამი თვის განმავლობაში ბანკებმა გარკვეული უსაფრთხოების ზომები უნდა მიიღონ.

მიუხედავად ამისა, მარეგულირებელის განცხადებაში აღნიშნულია: “თუ საფინანსო ორგანო მიიჩნევს, რომ მიღებული ზომები არასაკმარისია, მარეგულირებელი უფრო პირდაპირ სანქციებს დააწესებს”.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა კრიპტობირჟა Zeniex-ი დახურა. პრეს-რელიზის მიხედვით, მარეგულირებლის მიერ ბირჟა ოფიციალური რეგისტრაციის არარსებობის გამო დაიხურა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი