სალვადორში ბიტკოინის ობლიგაციების ფასი დაეცა

0
492

სალვადორში Bitcoin City-ს დაარსების შესახებ გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ, ბიტკონის ობლიგაციების ფასი ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა და 0,644 დოლარი შეადგინა. მიუხედავად ბოლოდროინდელი წარმატებებისა, ამ სიახლემ, თითქმის, მიწასთან გაასწორა რამდენიმე დღეში სალვადორში ბიტკოინ ობლიგაციების ვაჭრობა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ სტაბილური ხასიათით არ გამოირჩეოდა აღნიშნული პროდუქტი და მისი ფასი ხშირად ეცემოდა. მაგალითად აპრილში, როდესაც “ბლუმბერგმა” ფასი გამოქვეყნა, მაშინ ის 1,10 დოლარს შეადგენდა.

დოლარში დენომინირებული ობლიგაცია არის უცხოური კომპანიის ან მთავრობის მიერ აშშ-ს ფარგლებს გარეთ გამოშვებული ობლიგაცია, რომელიც დენომინირებულია აშშ დოლარში ადგილობრივი ვალუტების ნაცვლად. აღნიშნულმა ვარდნამ ქვეყნის საგარეო ვალი კოლოსალურ რიცხვებამდე გაზარდა.

საერთაშორისო მკვლევარებს კი უკვირთ რატომ ბლოკავს საერთაშორისო სავალტო ფონდის დახმარებას პრეზიდენტი ნაიიბ ბუკელე. საინვესტიციო საბანკო კომპანია Stifel Nicolaus-ის მმართველმა დირექტორმა, ნატალი მარშიკიმ განაცხადა, რომ ეს სტატისტიკა ბევრს არაფერს ამტკიცებს, გარდა იმისა, რომ სავალუტო ფონდი ფასის ზღვრის ხელახალ დადგენას ცდილობს, რადგან ქვეყანაში არამდგრადი პოლიტიკური სიტუაციაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი