ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი საზოგადოებას ციფრული ევროს განხილვისკენ მოუწოდებს

0
956

კრისტინ ლაგარდი საზოგადოებას ციფრული ევროს განსახილველად იწვევს. ”მე მსურს მოვისმინო თქვენი შეხედულებები ამის შესახებ.”- დაწერა Twitter-ზე ქრისტინ ლეგარდმა.

Twitter–ზე ქრისტინ ლაგარდმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა მმართველმა დირექტორმა და ევროპის ცენტრალური ბანკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, საზოგადოება მოიწვია, რათა ევროზონაში ციფრული ვალტის მიღების საკითხი განეხილათ.

”ჩვენ ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე ვართ, მაგრამ ახლახან დავიწყეთ საზოგადოებრივი კონსულტაციები, რათა მომხმარებლებმა შეძლონ თავიანთი აზრის დაფიქსირება, მიგვანიშნონ უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე, ციფრული ევროს შემოღების საკითხში. ჩვენ გვსურს, გავიგოთ რამდენად სანდო იქნება ციფრული ევრო რეალურ ბანკნოტებთან შედარებით”,- აღნიშნა ქრისტინ ლეგარდმა.

ლაგარდი შეეხო სხვა თემების განხილვასაც, ვინაიდან საკითხი ფართომასშტაბიანია და აღნიშნა, რომ ეს იყო საკმაოდ რთული წელი, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით.

ციფრული ევროს მიღების საჭიროება მზარდია. ასევე მნიშვნელოვანია საბანკო პოლიტიკაც. ასევე ის, თუ როგორ შეიძლება კრიპტოვალუტები უკეთესად შეესაბამებოდეს ევროპელების ცხოვრების თანამედროვე არჩევანს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი