საერთაშორისო სავალუტო ფონდი სალვადორს ბიტკოინისთვის ლეგალური სტატუსის მოხსნას ურჩევს

0
805

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოუწოდებს სალვადორს, მოხსნას ბიტკოინის სტატუსი, რომელიც კანონიერი გადახდის საშუალებას გულისხმობს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრები სალვადორის კანონმდებლებს მოუწოდებენ, ბიტკოინი ლეგალური გადახდის საშუალებად არ აღიარონ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ გადახდებს აქვს პოტენციალი გაზარდოს ფინანსური ინკლუზია ცენტრალური ამერიკის ქვეყანაში, საჭიროა ბიტკოინის ლეგალური გადახდის სახით გამოყენება შეიცავდეს ფინანსურ სტაბილურობას, ფინანსურ მთლიანობასა და მომხმარებელთა დაცვას.

აღმასრულებელი საბჭოს დირექტორებმა ბიტკოინით მხარდაჭერილი ობლიგაციების გამოშვების პოტენციური რისკების შესახებ შეშფოთება გამოხატეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თქმით, ასეთი საკონსულტაციო განხილვის დროს ქვეყანას ეკონმისტთა გუნდი ეწვევა ეკონომიკური და ფინანსური მოვლენების შესაფასებლად და ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის განსახილველად მთავრობისა და ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან ერთად.

სალვადორში ბიტკოინისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭებამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებდა, რომ შედეგები შესაძლოა სავალალო ყოფილიყო, რაც გამოიწვევდა ეკონომიკის არასტაბილურობას. თუმცა სხვა შემთხვევაში მოგება საკმაოდ თვალშისაცემი გახდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი