რუსეთში მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობის გაყიდვების ბუმია

0
590

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში მაინერები რეგულაციების გაურკვევლობის ფონზე მეტ აღჭურვილობას ყიდულობენ.

“კომერსანტი” რამდენიმე ადგილობრივი საცალო ვაჭრობის კომპანიის მონაცემების მიხედვით წერს, რომ Citilink-მა და Svyaznoy-მ 2020 წლის აგვისტოში გაყიდვების რაოდენობა გაზარდა. როგორც აღმოჩნდა, გრაფიკული ბარათების და ზოგადად მაინინგთან დაკავშირებული ტექნიკის ყიდვა ბოლო დროს რუსეთში პოპულარულ საქმიანობად იქცა.

ადგილობრივი ტექნიკური სადისტრიბუციო ფირმის Citilink-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსეი რუსაკოვმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ აგვისტოში გაყიდვების მოგება გრაფიკული ბარათებიდან 49%-ით გაზარდა.

“კომერსანტის” თანახმად, კომპიუტერის ნაწილების გაყიდვები 2020 წლის ივნის-აგვისტოში, გასული წლის ამავე პეროდის მაჩვენებელთან შედარებით 470%-ით არის მომატებული.

რუსეთში კრიპტომოპოვებით დაინტერესების სავარაუდო ზრდა მაინინგის გარშემო რეგულაციის გაურკვევლობის უკავშირდება.

რუსეთის კრიპტოვალუტის მთავარი კანონი, “ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ”, რომელიც მიღებულ იქნა 2020 წლის ივლისში, საერთოდ არ ახსენებს ტერმინს “მაინინგი”.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი მოიხსენიება როგორც “კრიპტოვალუტის ტერმინების ლექსიკონი”, არსებობს კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც სავარაუდოდ მაინინგს შეეხება.

კანონპროექტი ციფრული ვალუტის შესახებ რუსეთში კრიპტო ინდუსტრიის მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზანდ. როგორც ცნობილია, კანონის მიღება 2020 წლის დეკემბერში იგეგმება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი