რუსეთის სახელმწიფო ბანკი-სბერბანკი შვეიცარიაში ციფრული ვალუტის ბირჟას გახსნის

0
837

რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო ბანკი სბერბანკი, შვეიცარიის ფილიალში კრიპტოვალუტის ბირჟის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივი შვეიცარიული მედია იტყობინება.

ბანკის გლობალური ბაზრების მენეჯერი ანდრეი შემეტოვმა მედიასთან აღნიშნა, რომ რუსულმა ბანკმა შვეიცარის ფილიალი აირჩია იმიტომ, რომ შვეიცარია რუსეთისგან განსხვავებით გაცილებით გეთილგანწყობილია კრიპტოვალუტის მიმართ.

“ჩვენი სურვილია, რომ ვემსახურებოდეთ ჩვენს კლიენტებს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული ხელმისაწვდომობა ყველა სახის პროდუქციასა და მომსახურებასთან დაკავშირებით” – განაცხადა შემეტოვმა.

როგორც მედია იუწყება, სბერბანკი ამჟამად სავაჭრო ინფრასტრუქტურას ავითარებს, მაგრამ ანდრეი შემეტოვი არ აკონკრეტებს როდის იქნება კლიენტებისათვის კრიპტო ბირჟა ხელმისაწვდომი.

ამ თვის დასაწყისში, სბერბანკის ხელმძღვანელმა ჰერმან გრეფმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა არანარი ბერკეტით არ უნდა შეიზღუდოს.

“ეს არის უზარმაზარი ტექნოლოგიები, რომელთა ძალა ჯერ კიდევ არ არის გამომჟღავნებული”. -აღნიშნა ჰერმან გრეფმა.

შეგახსნებთ, რომ 25 იანვარს რუსეთის ხელისუფლებამ წარმოადგინა ციფრული აქტივების რეგულირების კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს და ადგენს კრიპტოვალუტის, ICO-სა და მაინინგის ვაჭრობის მარეგულირებელ სისტემას.

კანონპროექტის უკანასკნელი განახლების თანახმად, ფინანსთა სამინისტრო მიზნად ისახავს კრიპტოვალუტის ვაჭრობის ლეგალურად მიღებას, ვინაიდან ის თაღლითობის რისკებს შეამცირებს და ფისკალური გამჭვირვალობის პოტენციალის გამო მთავრობის საგადასახადო შემოსავლების გაზრდის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი