ანალიტიკოსები რიპლის ფასის მატებას 0.55 დოლარზე პროგნოზირებენ

0
343

ანალიტიკოსები რიპლის შესახებ ვარაუდობენ, როგორც კურსის კლების ასევე მატების ტენდენციას. მოსალოდნელია, რომ რიპლის ფასი 0.42 დოლარზეც ჩამოვიდეს ან პირიქით, ალტკოინის კურსმა 0.55 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლის ფასი 0.55 დოლარი იქნება შემდეგი სამიზნე ფასი 0.62 დოლარია. თუმცა, მეორე მხირივ, მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასი არათუ 0.42-ზე, არამედ 0.37 დოლარზეც კი დაეცეს.

31 ოქტომბრის მონაცემებით, რიპლის კურსი მნიშვნელოვან ცვლილებას არ განიცდიდა. ალტკოინის ფასი 0.44-სა და 0.45 დოლარს შორის მერყეობდა.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები კრიპტოვალუტის ფასების მეტად დასტაბილურებას ელოდებიან.

რაც შეეხება მონეროს, კრიპტოვალუტა ცდილობს, რომ 100 დოლარის კურსი დაიჭიროს. 100 დოლარის ნიშნული ალტკოინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუკი მონერო ამ ნიშნულს ჩამოსცდა მოსალოდნელია, რომ ფასი ჯერ 81-ზე, შემდეგ კი 61 დოლარზე დაეცეს.

თუმცა პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მონეროს შეუძლია ჯერ 112-ზე, ხოლო შემდეგ 128 დოლარზე გაზარდოს კურსის მაჩვენებელი. პირველი ნოემბრის დილის მაჩვენებლებით მონეროს ფასი 103 დოლარს შეადგენდა. გუშინდელი დღის განმავლობაში კურსის მკვეთრი ცვლილება არ დაფიქსირებულა. ფასი 102-სა და 104 დოლარს შორის მერყეობდა.

აქედან გამომდინარე, ექსპერტები მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი