რიპლის თანადამფუძნებელი აშშ-ს მარეგულირებელს რეგულაციის სიცხადეს სთხოვს

0
724

რიპლის თანადამფუძნებელმა, კრის ლარსენმა Wall Street Journal-თან აშშ-ს მარეგულირებლის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

რიპლის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რეგულირების თვალსაზრისით „შენელებული თამაშის“ წესებს იცავს.

კრის ლარსენმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეცვალოს თავისი შეხედულება Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის მიმართ. მისი თქმით, ახლა მარეგულირებელმა ინდუსტრიასთან ერთად უნდა ითანამშრომლოს, რათა ერთობლივი ძალით მოხდეს ჩინეთის Blockchain და კრიპტო სივრცისთვის კონკურენციის გაწევა.

უნდა აღინიშნოს, რომ რიპლის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი აშშ-ს მარეგულირებლის მიმართ საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი.

“თუკი ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელი ციფრული ვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის სექტორში მეტი სიცხადის შეტანას ვერ შეძლებს, მაშინ აშშ პოტენციურად კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. რეგულაციისა სიცხადე და გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი საკითხია, რათა მომავალი თაობის გლობალურ ფინანსურ სისტემას მეტი ენერგია და ენთუზიაზმი ჰქონდეს”,- აღნიშნა Wall Street Journal-თან ინტერვიუს დროს კრის ლარსენმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი