რუსეთის ფინანსთა სამინისტრო: ვენესუელა ვალს კრიპტოვალუტით არ გადაიხდის

0
851

რუსეთის ოფიციალურმა პირმა უარყვეს განცხადებები, რომ თითქოს ვენესუელის სახელმწიფომ რუსეთს ვალის გადახდა პეტროთი შესთავაზა.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

როგორც “როიტერი” იტყობინება, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ვიშკოვსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰორიზონტზე არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ ვალი კრიპტოვალუტთი დაიფაროს.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ 23 მარტს განაცხადა, რომ რუბლით პეტროს ყიდვა უკვე შესაძლებელი იყო. ამავდროულად, ჟურნალ Time-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ანონიმური წყაროები პეტროზე საუბრისას აცხადებდნენ, რომ ვენესუელის ეროვნული კრიპტოვალუტა რუსეთის მიერ იყო მხარდაჭერილი.

“პუტინთან დაახლოებულმა ადამიანებმა, მათ უთხრეს (ნიკოლას მადუროს), თუ როგორ შეეძლო სანქციებისგან თავის არიდება”,- აღნიშნა პუბლიკაციაში რუსეთის სახელმწიფო ბანკის აღმასრულებელმა. პუბლიკაცია კი, მადუროს განცხადებიდან 3 დღით ადრე, 20 მარტს გამოქვეყნდა.

1 თვის განმავლობაში პეტროს წინასწარმა გაყიდვამ 5.25 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მოქალაქეებს პეტროთი ვაჭრობა ან ფლობა ეკრძალებათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი