ნიუ-ჯერსის სამართალდამცავებმა თაღლითობის სქემა გამოამჟღავნეს

0
763

ნიუ-ჯერსის შტატის სამართალდამცავმა უწყებამ კრიპტოვალუტის თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილები 722 მილიონი დოლარის ქურდობისთვის არიან წინასწარ პატიმრობაში. ისინი თანხის უკანონოდ მითვისების გამო დააკავეს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, დამნაშავეები ამერიკის მოქალაქეები არიან. მათ ბრალად ედებათ ფინანსური თაღლითობა, რაც მაქსიმუმ 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ თაღლითურ სქემას სხვა მონაწილეებიც ჰყავდა. პრესრელიზის თანახმად, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს კრიპტო თაღლითობის შემთხვევები გახშირდა.

დაახლოებით ორი თვის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილიპინელმა სამართალდამცავებმა კრიპტოვალუტის თაღლითური სქემა გამოავლინეს. თაღლითების სამიზნეს ჩინელი ინვესტორები წარმოადგენდნენ.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალების Inquirer.net–ის ინფორმაციის მიხედვით, საიმიგრაციო ბიუროს, ანტიკორუფციული კომისიისა და ეროვნული პოლიციის მონიტორინგისა და აღსრულების ჯგუფის წარმომადგენლებმა ერთად გაამჟღავნეს თაღლითური სქემა.

ხელისუფლებამ ჩინეთის საელჩოსგან მიიღო ინფორმაცია, რომ ფილიპინებში წარმოებული არალეგალურ საქმიანობა ჩინეთის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა.

როგორც ცნობილი გახდა ფილიპინების პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი