მიმოხილვა: სახელმწიფოების დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ და G20 სამიტის კომუნიკე

0
1020

ბუენოს-აირესში გამართულ G20 სამიტის მთავარ თემას კრიპტოვალუტა და მისი რეგულაცია წარმოადგენდა. სამიტზე მიღებული დოკუმენტის თანახმად, გლობალური მასშტაბით კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხმა ამ წლის ივლისამდე გადაიწია.

გარდა ამისა, მსოფლიო ეკონომიკის ლიდერები შეთანხმდნენ კრიპტოვალუტის კრიპტო აქტივად განსაზღვრაზე.

მიუხედავად ამისა, G20 სამიტის კომუნიკე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ტექნოლოგიურ ინოვაციას აღიარებს, რომელსაც ფინანსური სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესების პოტენციალი გააჩნია.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამიტის მონაწილე ქვეყნებს კრიპტოვალუტასთან მიმართებაში განსხვავებული ხედვები აქვთ:

ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ-ს რეგულირების სისტემა ICO-სთან დაკავშირებით მონიტორინგს ახორცილებს. თუმცა, სასაქონლო ფიუჩერსების კომისია აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი კრიპტოვალუტას ზიანს არ მიაყენებს.

“მე მჯერა, რომ სწორი მიდგომით ლეჯერ ტექნოლოგიების ზიანს არ მივაყენებთ”,- განაცხადა სასაქონლო ფიუჩერსების ვაჭრობის კომისიის ხელმძღვანელმა ჯეი კრისტოფერ ჯანკარლომ.

ბრაზილია

ბრაზილიის ხელისუფლებამ Blockchain-ში დიდი პოტენციალი დაინახა და მთელი ძალები ახალი ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებისკენ მიმართა.

ბრაზილიის ცენტრალური ბანკი Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაზე ზრუნავს. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ტექნოლგიურ ექსპერიმენტებს Blockchain-ით ყველა პლატფორმაზე მიმართავენ, სადაც Blockchain-ს აქტიური მონაწილეობის მიღება შეუძლია.

ევროკავშირი

ევროპის ცენტრალური ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დენიელე ნუიმ განაცხადა, რომ ევროკომისიის მიერ რეგულირებადი ბანკების ჩართულობა კრიპტოვალუტის რეგულირების საკითხში ძალიან დაბალი იყო.

“რეგულაციის პერსპექტივის საკითხს ჩვენ გულდასმით შევისწავლით. მზად ვართ გავაკეთოთ რაღაც, თუ ეს საჭირო იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის მნიშვნელოვანი”,-განაცხადა დენიელე ნუიმ.

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის განცხადებით, ის არ არის კრიპტო-ინოვაციის წინააღმდეგი, თუმცა მიიჩნევს, რომ რეგულაცია, როგორც ინდუსტრიის, ასევე მომხმარებლებისთვის სასარგებლოა.

ბრიტანეთის პარლამენტის საფინანსო კომიტეტმა მოკვლევა დაიწყო, რომელსაც კრიპტოვალუტის ინვესტორებსა და ბიზნესზე გავლენის ეფექტურობა უნდა გამოეკვლია.

გამოკვლევის დაწყების მიზეზი კრიპტოვალუტის მიმართ მზარდი ინტერესი გახდა.

გერმანია

გერმანია კრიპტოვალუტის რეგულაცისთან დაკავშირებით სასაუბროდ სამიტამდეც მზად იყო. გერმანიის ხელისუფლება აცხადებდა, რომ კრიპტოვალუტის კონტროლის ერთადერთი საშუალება საერთაშორისო თანამშრომლობა იქნებოდა.

“ვირტუალური ვალუტების ეფექტური რეგულირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურად გაიზრდება საერთაშორისო თანამშრომლობა, რადგან რეგულაცია სახელმწიფოს დონეზე აშკარად შეზღუდულია”,- განაცხადა გერმანიის ბუნდესბანკის საბჭოს წევრმა იოაკიმ ვუერმელინგმა.

ჩინეთი

ჩინეთის შემთხვევაში ბევრი რამ თავიდანვე გასაგები იყო. ჩინეთმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აკრძალა პირველადი მონეტარული შეთავზება (ICO).

ICO-ს აკრძალვას კრიპტოვალუტის აკრძალვა მოჰყვა. შესაბამისად, გაუქმდა კრიპტო-სავაჭრო ბირჟებიც. სახელმწიფო ყველანაირად ეცადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებს შეეწტყვითათ კრიპტოვალუტით ვაჭრობა.

იაპონია

იაპონიამ რამდენიმე წლის წინ ბიტკოინი ლეგალურ ვალუტად სცნო, თუმცა, რეგულაციის არსებობამ სახელმწიფოს ლიბერალური მიდგომა გარკვეულწილად შეცვალა.

იანვარში ჰაკერების თავდასხმის ობიექტი იაპონიაში დაფუძნებული კრიპტო-სავაჭრო ბირჟა Coincheck-ი გახდა. Coincheck-დან 534 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს.

დღესდღეობით, იაპონიის ბირჟები მიზნად ისახავენ თვითრეგულირების სისტემის შემოღებას.

იაპონიის კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ორი სავაჭრო ჯგუფი შეთანხმდა, რომ მომავალ თვეში შეიქმნებოდა ორგანიზაცია, რომელიც ადგილობრივი კრიპტო-ბაზრის რეგულირებას იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოსთან ერთად მოახდენდა.

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეამ ცოტა ხნის წინ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა, როდესაც გამოცხადა, რომ თებერვალში კრიტოვალუტას აკრძალავდა.

აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა სტრატეგიის და იუსტიციის სამინისტროს თანხმობისა და სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის რეგულაციის სპეციალურ ჯგუფთან კონსულტაციის გარეშე გაავრცელა.

რუსეთი

რუსეთი შედის იმ ქვეყნების რიცხვში, რომლის პოზიციაც კრიპტოვალუტის რეგულაციასთან დაკავშირებით გასაგებადაა წარმოდგენილი. რუსეთის მთავრობა ეძებს ციფრულ ვალუტების რეგულირებისა და კონტროლის საშუალებას და ამასთანავე, მუშაობს ეროვნული კრიპტოვალუტის შექმანზეც.

რუსეთის კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის ასოციაციამ განაცხადა, რომ მთავრობა კრიპტო-რუბლის შექმნას ფიქრობს, რომელსაც 2019 წლის შუა პერიოდში გამოუშვებს.

ავსტრალია

ავსტრალია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც აქტიურად დაიწყო საკუთარი მარეგულირებელი წესების შემოღება.

ავსტრალიის მთავრობამ ბიტკოინის ბირჟებისთვის დააწესა კანონი, რომლის მიხედვითაც, კრიპტო-ბირჟა ვალდებულია, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სააგენტოსთან დარეგისტრირდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი