კანონპროექტი მექსიკაში კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ პრეზიდენტის ხელმოწერის მოლოდინშია

0
860

მექსიკას მხოლოდ ერთი, პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რათა კრიპტოვალუტას რეგულაცია დაუწესოს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

ახალი რეზოლუცია crowdfunding-ს და კრიპტოვალუტის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს. ამ ეტაპზე კანონპროექტი პრეზიდენტის ენრიკე პენა ნიეტოს ხელმოწერას საჭიროებს. ამის შემდეგ კანონი, ციფრული ვალუტის რეგულაციის შესახებ, ოფიციალურად შევა ძალაში.

კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის ზუსტი დეტალები ოდნავ მოგვიანებით განისაზღვრება, როგორც ე.წ.”მეორადი” კანონები.

როიტერის განმარტებით, ახალი ლანდშაფტი fintech კომპანიების მუშაობას დაარეგულირებს. რეგულაციას დაექვემდებარება კრიპტოვალუტის გადახდის საშუალებად გამოყენების წესი, ასევე ბიტკოინი და crowdfunding-ი.

ამ კანონის ძალაში შესვლით, შეიძლება ითქვას, რომ მექსიკა მხარდაჭერას უცხადებს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც კრიპტოვალუტას ზედმიწევნით განსაზღვრულ რეგულაციებს უწესებენ.

“ჩვენთვის ეს იყო სექტორის გამარჯვება, რადგან ეს ყველაფერი ნელ-ნელა საერთაშორისო მასშტაბებს იღებს”, – განუცხადა როიტერს ადგილობრივი სავაჭრო ბირჟის, Bitso-ს საჯარო და მარეგულირებელი სამსახურის დირექტორმა ფელიპე ვალეჯომ.

ეს წელი უკვე გამორჩეული გახდა სახელმწიფოების მიერ კრიპტოვალუტაზე რეგულაციების დაწესებით.

შეგახსენებთ, რომ სინგაპურის ცენტრალურმა ბანკმა ასევე გამოაცხადა, რომ კრიპტოვალუტის გარემოს შეფასებისას რეგულაციის დაწესება “ინვესტორთა დაცვისთვის” აუცილებელი იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი