მექსიკის უნივერსიტეტები Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაზე იზრუნებენ

0
568

ციფრული ტექნოლოგიების მექსიკელი ექსპერტები თანხმდებიან, რომ Blockchain ტექნოლოგიას დიდი გავლენა ექნება განათლების სისტემაზე.

მექსიკაში ჩატარებული INCMonterrey მეწარმეობის ფესტივალის დროს, Collective Academy-ს აღმასრულებელი დირექტორი, პატრიციო ბიქარი და ტექნოლოგიის განვითარების მონტერეის სკოლის დეკანი, ხუან ფრეირი შეთანხმდნენ, რომ Blockchain ტექნოლოგიას უნივერსიტეტების მიწოდების ხარისხთან და სტუდენტების განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებისთვის გამოიყენებდნენ.

Collective Academy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ Blockchain-ის საშუალებით ციფრული აკრედიტაციის პირობებში დრო და ძალისხმევა, როდესაც საუნივერსიტეტო ხარისხის გადამოწმება უნდა განხორციელებულიყო ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში, წარსულს ჩაბარდა.

Blockchain ტექნოლოგიის საუნივერსიტეტო სისტემაში დანერგვა ახალი ამბავი აღარ არის. ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მადრიდის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ახალი Blockchain კამპუსის გახსნის ცერემონია გაიმართა.

როგორც ცნობილია, კათედრა ვალდებული იქნება Blockchain სფეროსთვის კადრები მოამზადოს.

”Blockchain ტექნოლოგიის შესახებ სწავლება სავალდებული გახდა იმიტომ, რომ დადგა საჭიროება კომპანიების მოთხოვნების დაკმაყოფილებისა. ბაზარი, სადაც ყოველდღიურად ახალი პროგრამები გვხვდება მოითხოვს ამ ტექნოლოგიის ექსპერტებს”,- განაცხადა უნივერსისტეტის წარმომადგენელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი