მარშალის კუნძულების მთავრობამ ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა

0
1255

მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარშალის კუნძულების მთავრობა ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებს. ეს ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მარშალის კუნძულები წლის ბოლომდე ეროვნულ კრიპტოვალუტას გამოუშვებს. ქვეყნის პარლამენტმა თავდაპირველად დაამტკიცა ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნის გეგმა.

როგორც ცნობილია, ეროვნულ კრიპტოვალუტას Sovereign-ი ერქმევა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტა 2019 წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ Sovereign-ი აშშ დოლართან ერთად იქნება მიმოქცევაში გაშვებული.

მედიით ბოლო დროს გავრცელებული ცნობების მიხედვით, ქვეყნის მთავრობამ არაკომერციული ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, რომელიც მხარს უჭერდა ხელისუფლების ინიციატივას, რაც ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვებას გულისხმობდა.

როგორც ცნობილია, ორგანიზაციას მართავს დირექტორთა საბჭო, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება. აქედან ორი მათგანი მთავრობის მიერ იქნება დანიშნული, ორი საბჭოს წევრი კი ქვეყანაში მომუშავე Blockchain კომპანიამ წარადგინა. სწორედ ამ კომპანიას ევალება ციფრული ვალუტისთვის Blockchain ინფრასტრუქტურის შექმნა.

2019 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტა ისრაელში დაფუძნებულ სტარტაპ Neema-სთან პარტნიორობით შეიქმნებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი