მარშალის კუნძულები წლის ბოლომდე ეროვნულ კრიპტოვალუტას გამოუშვებს

0
83

მარშალის კუნძულების რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰილდა ჰეინი ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მარშალის კუნძულების პარლამენტმა თავდაპირველად დაამტკიცა ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნის გეგმა. ეროვნულ კრიპტოვალუტას Sovereign-ი ერქმევა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტა 2018 წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს. როგორც ცნობილია Sovereign-ი აშშ დოლართან ერთად იქნება მიმოქცევაში გაშვებული.

მარშალის კუნძულების პრეიზიდენტმა Sovereign-ს ეროვნული თავისუფლების კიდევ ერთი სიმბოლო უწოდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მარშალის კუნძულის ყოფილი პრეზიდენტი ქესტენ ნემრა უარყოფითად არის განწყობილი სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტის გამოშვების საკითხის მიმართ. მისი თქმით, Sovereign-ი ქვეყნის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარშალის კუნძულები ეროვნული კრიპტოვალუტის საკითხზე მუშაობდა. თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი მარშალის კუნძულებს უჩევდა, რომ კრიპტოვალუტის შესახებ ჩამოეყალიბებინა სწორი პოზიციები, რათა რაიმე სახის გაურკვევლობას ადგილი არ ჰქონოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი