მარკ კუბანი: ბიტკოინი ძალიან ჰგავს ოქროს

0
532

Dallas Mavericks– ის პროფესიონალური საკალათბურთო გუნდის მფლობელმა, მარკ კუბანმა განაცხადა, რომ მას სძულს ოქრო, როგორც ინვესტიცია. თუმცა მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ძალიან ჰგავს ოქროს.

ამის შესახებ მარკ კუბანმა Kitco News– სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

“ორივეს ღირებულება დაფუძნებულია მიწოდებასა და მოთხოვნაზე. კარგი ამბავი ბიტკოინის შესახებ კი ის არის, რომ ოდესმე საბოლოო მარაგიც გვექნება”,- აღნიშნა მარკ კუბანმა.

მიუხედავად ბიტკოინის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა, უნდა აღინიშნოს, რომ მარკ კუბანს Libra-ს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. “მე არ ვარ დიდი გულშემატკივარი Facebook-ის კრიპტოვალუტის. ვფიქრობ, რომ ეს დიდი შეცდომაა”,- აღნიშნა მარკ კუბანმა.

კუბანმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია, რადგან ჯერჯერობით არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია Libra-ს.

ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტა იმ ქვეყნებში დაიწყებს ოპერირებას, სადაც არ არის კანონის უზენაესობა სრულად დაცული.

“აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა ნამდვილად არის ასეთი. შესაძლებელია ასეთ დროს ვერ გაკონტროლდეს ვალდებულებები და სწორედ აქ შეიქმნას პრობლემები”,- განაცხადა Dallas Mavericks-ის კალათბურთის გუნდის მფლობელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი