მალაიზიური კომპანია საქველმოქმედო ორგანიზაციებში Blockchain-ს დანერგავს

0
551

მალაიზიაში დაფუძნებულმა კომპანია IBF Net-მა განაცხადა, რომ ის ისლამურ საქველმოქმედო ორგანიზაციებში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას ცდილობს.

კომპანიის პრესრელიზის თანახმად, ტექნოლოგია არსებული დონორების ნდობას გააძლიერებს. იგი ასევე ახალ დონორებს წაახალისებს.

პროდუქტი, სახელწოდებით RecurPay, იქნება Tezos პლატფორმაზე და ხელს შეუწყობს განმეორებად და ავტომატურ მცირე გადასახადებს, რაც მოიაზრებს მსგავს საქველმოქმედო გადარიცხვებსაც.

IBF Net-ის თქმით, Blockchain ტექნოლოგია სისტემას შექმნის, რომელიც დონორს საშუალებას მისცემს უზრუნველყოს ის რომ, დარწმუნდეს შემწირველი თავისი გადარიცხვების უსაფრთოხებაში. დონორს ასევე ექნება შესაძლებლობა დიდი პროექტებისათვის გადარიცხვების შემთხვევაში თვალი ადევვნოს თავისი შემოწირულობის გავლენას მიმდინარე პროექტზე.

IBF Net-ის აღმასრულებელი დირექტორის, მოჰამედ ალიმის თქმით, Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა ისლამურ საქველმოქმედო ორგანიზაციას ბევრ უპირატესობას მოუტანს: მაგალითად, გამჭვირვალობის გაზრდა, შუამავლობის შემცირება და კრიპტო-დონორების ბაზის შექმნა.

კრიპტო სამყარო გარკვეული დროის განმავლობაში აკვირდებოდა საქველმოქმედო ორგანიზაციებს. COVID-19 პანდემიის მიმდინარეობისას კრიპტო კომპანიებმა საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის გადარიცხვების განხორციელება დაიწყეს.

საქველმოქმედო ორგანიზაციამ Give.org ასევე Blockchain პლატფორმა შემოიღო, რომელიც ფოკუსირებული იყო კონფიდენციალურობაზე, რათა შემომწირველს თანხის გადარიცხვა გაადვილებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი