მალაიზიის ფინანსთა მინისტრი: კრიპტოვალუტის ადაპტირება დაბალია

0
516

მალაიზიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარზე ადაპტირება როგორც საშინაო, ისე გლობალური მასშტაბით დაბალია.

უნდა აღინიშნოს, რომ მალაიზიის მთავრობის პოზიცია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში ოფიციალურად დაფიქსირებული არ იყო.

მალაიზიის მთავრობის გადაწყვეტილებით კრიპტოვალუტის რეგულაციის სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეგულაციამ ციფრული ვალუტის, ტოკენებისა და კრიპტო-აქტივების კლასიფიკაცია მოახდინა. ყველა ზემოთჩამოთვლილის სტატუსი განისაზღვრება, როგორც ფასიანი ქაღალდი.

ამის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციის პარალელურად სამართლებრივი პროცედურების დაცვაც აუცილებელი გახდა. პირი, რომელიც არაავტორიზებულ ბირჟაზე ვაჭრობს ან ICO-ს არალეგალურად ფლობს 10 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. გარდა ამისა, დამნაშავეს ფულადი ჯარიმაც ეკისრება, რომელიც 2.4 ამერიკულ მილიონ დოლარს შეადგენს.

მალაიზიის საინფორმაციო გამოშვება The Star-თან ინტერვიუში ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო კრიპტოვალუტას განიხილავს, როგორც Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ციფრულ აქტივს. მინისტრი Blockchain-ს მოიაზრებს, როგორ თანამედროვე აქტივებისთვის საჭირო ინოვაციურ ტექნოლოგიას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი