Bitfarms-ის წარმოება 50%-ით გაიზარდა

0
659

ჩრდილოეთ ამერიკის ბიტკოინის მაინინგის კომპანია Bitfarms-მა ამჯერად გააორმაგა პროდუქტიულობა ჩინეთის მარეგულირებლის მიერ შემოღებული ახალი აკრძალვების შედეგად, რის გამოც ჩინეთი განიცდის მაინერების მიგრაციას.

კანადური ჰიდროელექტროსადგურის მმართველები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ გამომუშავებული ენერგიის მხოლოდ 1,5% მოდის ბიტკოინის ხარჯზე, დანარჩენი 99% კი მწვანე, განახლებადი ენრგიითაა წარმოებული.

ივლისის თვისთვის დაგეგმილია 400-ზე მეტი ახალი ბიტკოინ მაინერის შემომატება აღნიშულ რეგიონზე, რაც გასულ თვეზე ორჯერ მეტი მაჩვენებელი იქნება.

ამ თვის დასაწყისში, ბიტკოინმა ისტორიაში უდიდესი სირთულის ვარდნა განიცადა ჩინეთში მაინინგის ოპერაციების შეზღუდვის გამო. მაინინგის ოპერაციები ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში შეჩერდა.

ანჰუის, ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციის ხელისუფლებამ ზომების მიღების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

“მთელი რიგი ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნისა და მასთან დაკავშირებული ელექტროენერგიის დეფიციტის მოსაგვარებლად მომდევნო სამი წლის განმავლობაში მაინინგის ოპერაციები შეჩერებულია”,- იტყობინება ადგილობრივი სააგენტო, Hefei Online-ი.

შეგახსენებთ, რომ Bitfarms-ი 2017 წელს დაარსდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი