მაიკ ტაისონი Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით პლატფორმას ქმნის

0
540

ამერიკელი მოკრივე, მაიკ ტაისონი Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ გასართობ პლატფორმას ქმნის.

პლატფორმის სახელწოდება ასეთია: “ბრძოლა დიდებისკენ”. პლატფორმა მოიცავს მრავალფეროვან გასართობ საშუალებას. მაგალითად, როგორიცაა ვირტუალური თამაშები, ფილმები, მატჩების პირდაპირ რეჟიმში ტრანსლაცია და ა.შ.

”ამ პლატფორმის შექმნით, როგორც სპორტსმენი, მინდა მომავალი თაობის, განსაკუთრებით მომავალი ვარსკვლავების მენტორი ვიყო. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს გზა კარიერულ წარმატებამდე. გარდა ამისა, პლატფორმა სამართლიანი ანაზღაურების სისტემასაც უზრუნველყოფს. ადამიანებისთვის ამ გლობალური პლატფორმის შექმნა ჩემთვის სასიამოვნო საქმეა”,- აღნიშნა მაიკ ტაისონმა.

მაიკ ტაისონის მრჩეველის თქმით, სამართლიანი ანაზღაურების სისტემა Blockchain ტექნოლოგიით იქნება უზრუნველყოფილი. ეს კი გადაჭრის მანამდე არსებულ ისეთ პრობლემებს, რასაც ინტერნეტის ეპოქაც კი ვერ უმკლავდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა Blockchain ტექნოლოგიაში ინვესტიცია განახორციელა. სტივ ვოზნიაკი ენერგოეფექტური კომპანიის Efforce-ის თანადამფუძნებელი გახდა. კომპანიის მთავარი ოფისი კი მალტაზე მდებარეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი