მაიკ ნოვოგრაცი კანადაში ბიტკოინის ახალი ფონდის ამოქმედებას აპირებს

0
723

Galaxy Digital–ს 2020 წლის მე–3 კვარტალში მნიშვნელოვანი ფინანსური წინსვლა აქვს.

მაიკ ნოვოგრაცის მიერ დაფუძნებული კრიპტოვალუტის სავაჭრო კომპანია, Galaxy Digital-ი კრიპტო შემოთავაზებებს კანადაში აფართოებს.

ქვეყანაში ბიტკოინის საზოგადოებრივი ფონდის ამოქმედების მიზნით, ოფიციალური განცხადების თანახმად, Galaxy Digital-ი პარტნიორობდა კანადურ მსხვილ საინვესტიციო კომპანიასთან CI Global Asset Management-თან.

CI Galaxy Bitcoin Fund არის “დახურული საინვესტიციო ფონდი”, რომელიც ინვესტიციებს გაანხორციელებს მხოლოდ ბიტკოინში, ფონდის მიერ წარმოებული სიმბოლოების გამოყენებით Bloomberg Galaxy Bitcoin Index-ის ფასების საფუძველზე.

მიუხედავად იმისა, რომ CI GAM პასუხისმგებელი იქნება ახალი ბიტკოინის ფონდის მართვაზე, Galaxy Digital-ი შეასრულებს მის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიის როლს, რაც ნიშნავს, რომ იგი შეასრულებს ბიტკოინის ყველა სავაჭრო ოპერაციას ფონდის სახელით.

ახალი ბიტკოინის ფონდი დაინერგა მას შემდეგ, რაც Galaxy Digital–მა მოახდინა ვაჭრობის მოცულობის დიდი ტალღის დაფიქსირება 2020 წლის მესამე კვარტალში.

როგორც ცნობილია, კომპანიამ 2020 წლის მე–3 კვარტალში 75%–იანი წლიური ზრდა მოახდინა ვაჭრობის მოცულობებში და მიაღწია 1.4 მილიარდ დოლარს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი