ლიხტენშტეინში კრიპტობირჟა LCX-მა ოფიციალურად დაიწყო ოპერირება

0
467

ლიხტენშტეინში დაფუძნებული კრიპტობირჟა LCX-მა ახლახანს შეიძინა ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო ლიცენზია. ლიხტენშტეინის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის შედეგად, ბირჟა ინსტიტუციონალურ და ინდივიდუალურ ინვესტორებს მოიზიდავს.

ლიცენზირების შემდეგ, LCX ასევე გეგმავს განაცხადოს ფინანსური ბაზრის უფლებამოსილების ლიცენზიის მიღების შესახებაც. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ბირჟამ საქმიანობა გააფართოოს და უზრუნველყოს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები.

ამ ეტაპზე, კი კრიპტოვალუტის ბირჟა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ მოთხოვნილ ძირითად სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. საქმე ეხება ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომების მიღებასა და მომხმარებლის შემოწმების მექანიზმის არსებობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ლიხტენშტეინი კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა. ჯერ კიდევ აგვისტოში ლიხტენშტეინის ბანკმა Union Bank AG-მა განაცხადა, რომ საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებას აპირებდა, რომელიც ტრადიციული ვალუტით იქნებოდა გამყარებული.

შეგახსენებთ, რომ მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიხტენშტეინის სამეფო ოჯახი კრიპტოვალუტაში სოლიდური თანხის ინვესტირებას აპირებდა. ლიხტენშტეინის სამთავროს მონარქმა, პრინცმა ალოისმა განაცხადა, რომ სამეფო ოჯახი 5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას კრიპტოვალუტაში გეგმავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი