ლიტვის ცენტრალური ბანკი ტრადიციულ ფინანსურ სექტორსა და კრიპტოვალუტის სფეროს წარმომადგენლებს დიალოგისკენ მოუწოდებს

0
1657

ლიტვის ცენტრალური ბანკი კომერციულ ბანკებს, მთავრობის მარეგულირებლებსა და კრიპტოტრეიდერებს შორის დიალოგის დაწყების სურვლის გამოთქვამს.

ცენტრალურმა ბანკმა მოიწვია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის გამოძიების სამსახური, საბანკო სექტორისა და პირველადი მონეტარული შეთავაზების სექტორის წარმომადგენლები, რათა კრიპტოვალუტის სფეროს ირგვლივ ყოფილიყო მსჯელობა.

ლიტვის ცენტრალურმა ბანკმა გასული წლის 10 ოქტომბერს გაავრცელა დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფს ბანკის პოზიციას ICO-სა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით.

დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ფინანსური ბაზრის მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მომსახურეობის ხელმისაწვდომობა. ასევე უნდა მიიღონ ზომები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ლიტვის ცენტრალური ბანკი მოითხოვს ტრადიციულ ფინანსურ მომსახურებებსა და კრიპტოვალუტის საქმიანობას შორის მკაფიო გამიჯვნას ბანკი ICO-სთვის ლიცენზიის მიცემას საკამოდ სწრაფად ახერხებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიტვაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესის ერთ-ერთი პრობლემას ბანკებთან მუშაობის სირთულე წარმოადგენს.

“კომერციულ ბანკებს არ ესმით კრიპტობიზნესი და ბიზნეს-მოდელის ბუნება, ამიტომ ისინი ამას მიიჩნევენ, როგორც მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას. ამიტომ ფულისა და ინვესტიციის წარმოშობის დამატებითი მტკიცებულებებს მოითხოვენ”,- აღნიშნა ვილნიუსის Blockchain-ის ცენტრის მმართველი საბჭოს წევრმა, ვიტაუტას კასეტამ.

კასეტას განცხადების საპასუხოდ, ლიტვის ბანკების ასოციაციამ განაცხადა, რომ დიალოგი აუცილებელია.

“ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ყველასთან საუბარით, რომ უკეთ გაიგოთ ერთმანეთის ბიზნეს-მოდელები, მაგრამ მომხმარებლის დაცვა, ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია პრიორიტეტია.

ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთი კრიპტოვავალუტის ბაზრის მონაწილეები ვერ ასახელებენ, საიდან მოდის ფული. ეს სერიოზული პრობლემაა და მათ არ ესმით, რომ ეს რეალურად არის პრობლემა”, -აღნიშნეს ლიტვის ბანკების ასოციაციაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი