კუბაზე პირველი კრიპტოვალუტის ბირჟა გაიხსნა

0
636

მედიით გავრცელებული ცნობების თანახმად, კუბაზე კრიპტოვალუტის ბირჟა გაიხსნა. ქვეყნის ციფრული ვალუტის პირველ ბირჟას კი Fusyona ჰქვია.

ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, Fusyona-ს 1.300 მომხმარებელი ჰყავს. პლატფორმა კლიენტებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ ტრანზაქციები კრიპტოვალუტით განახორციელონ.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ბირჟაზე ცხრა სხვადასხვა კრიპტოვალუტაში შეიძლება ინვესტიციების განხორციელება.

“უცხოელებისთვის ციფრული ვალუტა ვაჭრობის კიდევ ერთი საშუალებაა. თუმცა კუბელებისთვის, ეს აუცილებლობაა და შეიძლება პასუხიც კი იყოს გლობალური ფინანსური ბაზრისგან განცხალკევებულ არსებობაზე”,- განუცხადა ამერიკულ მედიას კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუნძებელმა.

ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ბოლო დროს კუბაზე მომრავლდა კრიპტოვალუტის გამოყენება. ციფრული ვალუტის გამოყენებაში იგულისხმება, როგორც ვაჭრობა ასევე ტრანზაქციების განხორციელებაც.

შეგახსენებთ, რომ უკვე წლებია კუბა აშშ-ს ფინანსური ემბარგოს ზეწოლას განიცდის. მსგავსად ვენესუელისა, ციფრული ვალუტა კუბისთვის შესაძლოა, ხელსაყრელი ფინანსური შესაძლებლობა აღმოჩნდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი