Tether-ი აუდიტის შემოწმებას გაივლის

0
617

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვეების განმავლობაში ჩატარდება ოფიციალური აუდიტი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სტაბილკოინ Tether-ზე.

კრიპტო კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულ აუდიტს წლების შემდეგ ელოდებოდნენ. თუმცა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რაც მარეგულირებლების მხრიდან მომატებულ სიმკაცრეს გულისხმობს პროცესები დაჩქარდა.

CNBC-სთან ინტერვიუს დროს, Tether-ის ოფიციალურ წარმომადგენელს, პაოლო არდოინოს და გენერალურ მრჩეველს, სტუ ჰოგნერს მწვავე შეკითხვები დაუსვეს, რომელიც კრიპტოვალუტის გამჭვირვალობას ეხებოდა.

”ჩვენ ვმუშაობთ ფინანსური აუდიტის მისაღებად, რაც ჯერ არავის გაუკეთებია სტაბილკოინის სექტორში”,- განაცხადა გენერალურმა მრჩეველმა.

ჰოგნერმა ასევე აღნიშნა, რომ მათ აქვთ აქტივები და ეს აქტივები მხოლოდ აშშ დოლარი არაა. მისი თქმით, კომპანიის რეზერვები ძირითადად მყარ აშშ დოლარშია. თუმცა ასევე გააჩნიათ უზრუნველყოფილი სესხები, ობლიგაციები, სხვადასხვა კრიპტოვალუტა და სხვა ტიპის ინვესტიციები.

Tether-ის გამჭვირვალობის ანგარიშის თანახმად, ამჟამინდელი საბაზრო კაპიტალიზაცია 62 მილიარდია. წლის დასაწყისიდან იგი 195%-ით გაიზარდა, მაგრამ ზრდის მხრივ ჩამორჩა კონკურენტებს, USDC-სა და BUSD-ს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი