ბრაზილიის ყავის კოოპერატივმა შესაძლოა, საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვას

0
445

ბრაზილიის ყავის მეურნეობის კოოპერატივი Minasul-ი ყავის ბიზნესზე დაფუძნებულ კრიპტოვალუტას გამოუშვებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Minasul-ის პრეზიდენტმა ჟოზე მარკოსმა აღნიშნულის შესახებ გლობალური ყავის ფორუმზე განაცხადა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ფერმერები შეძლებენ კრიპტოვალუტის გამოყენებას სასოფლო-სამეურნეო ოპერაციებში. ასევე ციფრული ვალუტის გამოყენება შესაძლებელი იქნება არასასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესაძენად.

ჟოზე მარკოსმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა საოპერაციო ხარჯებს შეამცირებს. პირველ რიგში ეს პროექტი ხელსაყრელი იქნება ფერმერებისთვის.

ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში ვრცელდებოდა ინფორმაცია Starbucks-ის ფილიალებში ბიტკოინით გადახდის შესახებ. თუმცა, მოგვიანებით, როგორც აღმოჩნდა ეს არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაცია იყო.

ამ ფაქტთან დაკავშირებით Starbucks-ის პრესსამსახურმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მომხმარებლები კაპუჩინოსთვის ან ნებისმიერი სხვა ყავისთვის ბიტკოინით არ გადაიხდიდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი