აშშ-ს სავაჭრო ობიექტებში Dash-ით გადახდა შესაძლებელი გახდება

0
708

Dash-მა განაცხადა DashDirect-ის აპლიკაციის შესახებ, რომელიც სამომხმარებლო აპლიკაცია იქნება და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აშშ-ს მასშტაბით დახარჯონ DASH კრიპტოვალუტა მაღაზიებში.

გამოქვეყნებულ განცხადებაში Dash-მა გამოავლინა, რომ კლიენტებზე ორიენტირებული ახალი პროგრამა მომხმარებლების მიერ შესყიდვებს დაზოგავს 12%-მდე.

ფასდაკლების მახასიათებლების შესახებ DashDirect-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მაშალ გრინვალდმა მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა: “აპლიკაციაში თქვენი მიმდინარე შენაძენის ზუსტი ოდენობის შეყვანის შემდეგ, დაუყოვნებლივი ფასდაკლება განხორციელდება ავტომატურად და ის 12%-მდე იქნება”.

ეს საშუალებას აძლევს ნებისმიერს, დახარჯოს Dash-ი ყოველდღიური შესყიდვებისთვის ისე მარტივად, როგორც ეს აშშ დოლარის გამოყენებით ხდებოდა.

თუმცა ამას დამატებული აქვს დეცენტრალიზებული ფული და 5% საშუალო დაზოგილი თანხა Dash-ის ეფექტური, იაფი ოპერაციებისა და DashDirect-ის უნიკალური სავაჭრო ქსელის გამო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გადაიხადონ Dash–ით ისეთ პოპულარულ ამერიკულ საცალო სავაჭრო ობიექტებში, როგორიცაა: Best Buy, Staples-ი, Chipotle, Home Depot-ი და სხვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი