Bithumb-მა 11 ქვეყნის მოქალაქეების ანგარიშები დახურა

0
1604

კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟა Bithumb-მა კონკრეტულ ქვეყნებში მცხოვრებ მომხმარებელს კრიპტოვალუტით ვაჭრობა აუკრძალა. აკრძალვის მიზეზად ფულის გათეთრების რისკი დასახელდა.

27 მაისს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში Bithumb-მა დაადასტურა, რომ აღარ ითანამშრომლობს ფინანსურ საკითხებში საეჭვო რეპუტაციის მქონე ქვეყნებთან.

Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, Bithumb-ი ვაჭრობის მოცულობით რიგით მეხუთე ბირჟაა.

Bithumb-მა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: “იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთა კატეგორია კრიპტოვალუტას ტერორიზმის დაფინანსების ან ფულის გათეთრების საქმიანობაში იყენებს ბირჟა ემიჯნება ამ ყველაფერს”.

როგორც ცნობილი გახდა, 21 აგვისტომდე ბირჟაზე ანგარიშები ყველა იმ მომხმარებელს დაეხურება, რომელიც ცხოვრობს იმ 11 ქვეყნიდან ერთ-ერთში.

Bithumb-ის იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთანაც წყვეტს ურთოერთობას არის ირანი, ეთიოპია, ერაყი, ტუნისი და შრი-ლანკა.

“ჩვენ მკაცრად შევასრულებთ ჩვენს წესებს და დავიცავთ ჩვენს ინვესტორებს ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან”,- განაცხადა Bithumb-მა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ბირჟამ 2017 წლის ბოლოდან მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულება დაიწყო. მარეგულირებლის მოთხოვნა მომხმარებელის იდენტიფიცირებას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი