საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი Barclays-ი კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმას ქმნის

0
1371

საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი Barclays-ი კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმის შექმნას განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Barclays-მა მხოლოდ წინასწარ შეაფასა სიტუაცია. კომპანიის წარმომადგენელმა “ბლუმბერგს” განუცხადა, რომ ამ ეტაპზე საჯაროდ გამოსვლებს არ გეგმავენ და გარკვეულწილად ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ.

კრიპტოვალუტის ბირჟის გახსნა გარკვეულ მოთხოვნებთან არის დაკავშირებული. როგორც წესი, ამ მოთხოვნებს შორის უსაფრთხოების გამართული სისტემა პირველ ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში, აღნიშნული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ტიმ თროსბიმ განაცხადა, რომ Barclays-ი “კომერციის ფანატიკოსია”. პრეზიდენტის ეს სიტყვები ასე განმარტეს, რომ ბანკი მზაობას გამოთქვამს მილიარდობით დოლარის ღირებულების კაპიტალი მაღალი რისკის ბიზნესში დააბანდოს.

“ბლუმბერგის” განცხადებით, ბიტკოინის ფასების ასეთი “გიჟური” ცვლილება შესაძლოა იყოს სწორედ ის ბიზნესი, ასე რომ არის დაინტერესებული Barclays-ის პრეზიდენტი.

“ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ ციფრულ სავალუტო სივრცეში განვითარებულ მოვლენებს და განვაგრძობთ დიალოგს ჩვენს კლიენტებთან. დიალოგი კლიენტების მოთხოვნილებებისა და სურვილების გაცნობის მიზნით იმართება”, – აღნიშნა Barclays-ის წარმომადგენელმა ენდრიუ სმიტმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი