Binance-ის გენერალური დირექტორი კრიპტო ინდუსტრიის ზრდას ინვესტორების დაინტერესებაში ხედავს

0
731

ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის გენერალურმა დირექტორმა, ჩენგპენგ ზაომ განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ კრიპტობირჟების ზრდა ინდუსტრიის ზრდის ძირითადი მაჩვენებელია.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ინდუსტრია ინვესტორების საშუალებით იზრდება, რომლებიც რეალური პროექტების განხორციელებით არიან დაინტერესებულები”,- აღნიშნა Binance-ის გენერალურმა დირექტორმა.

Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ სანამ ახლა არაფერი არ ხდება კომპანია დაინტერესებულია, რომ რიპლი დაამატოს, როგორც პარტიორი თავისი xRapid სისტემის გამოყენებით.

უნდა აღინიშნოს, რომ სისტემა კომერციულად ხელმისაწვდომი გახდა 2018 წლის ოქტომბერში. xRapid-ი არის რეალურ დროში ანგარიშსწორების პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო გადახდების დაჩქარებას.

CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, ყოველდღიური სავაჭრო მოცულობის მიხედვით კი, ამჟამად, მსოფლიოში Binance-ი ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟაა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კანადური კრიპტოვალუტის ბირჟის, QuadrigaCX-ის დამფუძნებელი გარდაიცვალა. ამ ფაქტს გაცხადების შემდეგ ბირჟამ 145 მილიონი დოლარი მომენტალურად დაკარგა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი