Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი: კრიპტოვალუტა გლობალური ბიზნესი უნდა იყოს

0
1032

Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტა გლობალური ბიზნესი უნდა იყოს.

მედიასთან საუბრის დროს ჩენგპენგ ზაომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გლობალური აზროვნების არსებობა აუცილებელია, რადგან ციფრული ვალუტის ბირჟა თავისი არსით გლობალური მასშტაბის არის. მისი აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ერთ კონკრეტულ რეგიონზე ფოკუსირებაა.

”ჩემი აზრით, გლობალური აზროვნება გვჭირდება. მრავალი კრიპტოვალუტის ბირჟა ირწმუნება, რომ ისინი გლობალური ბირჟები არიან, მაგრამ თუ მათ ყურადღებით დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ ისინი ორიენტირებულნი არიან ერთ რეგიონზე. მათი პროდუქციისა და მომსახურების მიღება კი მხოლოდ ერთ ან ორ ენაზეა შესაძლებელი. შედეგად, მათი მომხმარებელთა უმეტესობა სწორედ ამ კონკრეტული რეგიონიდან არის.

… ჭეშმარიტი გლობალური აზროვნების მიღწევა თავისთავად რთული ამოცანაა. თუ დამფუძნებლები არ ცხოვრობენ და არ მუშაობენ მსოფლიოს მრავალ ადგილას, მათთვის ძნელია გლობალური აზროვნება. თუმცა თქვენ, თუ გლობალურად აზროვნებთ ამ ყველაფრის მოგვარება შედარებით ადვილია”, -აღნიშნა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი