კრიპტოვალუტის ბაზარი გაზრდილია

0
784

უკანასკნელი რამდენიმე დღეა ციფრული ვალუტის ბაზარი გაიზარდა.

31 იანვარს ბიტკოინის ფასმა 9.200 დოლარამდე მოიმატა. დღის ბოლოს კი ფასის ნიშნული 9.307 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

მიუხედავად ამისა, ფასის მცირე კლებაც დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 1.87%-ით შემცირდა.

ბიტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 170 მილიარდი დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი ციფრული ვალუტების ჩამონათვალში კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე ადგილს კვლავ ინარჩუნებს. ეთერიუმის ფასი კი 180 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 1.04%-ით შემცირდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 31 იანვარს ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 19 მილიარდს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 31 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 255 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი