კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
359

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი მცირე რყევებს განიცდიდა. დაფიქსირდა, როგორც ფასის შემცირების ასევე ზრდის ტენდენცია.

ბიტკოინი

ამჟამად ბიტკოინის ფასის ნიშნული 9.062 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი ფასი დაეცემა მომდევნო დონე 8.467 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის გამყარებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

6 ნოემბერს ეთერიუმის კურსი 196 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ანალიტიკოსების თქმით, თუკი ფასი დაეცემა მოსალოდნელია, რომ კურსი 161 დოლარამდეც კი ჩამოვიდეს.

თუმცა პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში შესაძლოა, ალტკოინის ფასმა 200 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ კურსის გაუმჯობესებას დაელოდონ.

რიპლი

7 ნოემბერს რიპლი 0.31 დოლარის დაკავებას ცდილობდა. ამ ეტაპზე კი ალტკოინის ფასის ნიშნული 0.28 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

თუკი ალტკოინის ფასი დაეცემა მოსალოდნელი დონე 0.24 დოლარი იქნება.

თუმცა ანალიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ რიპლის კურსი 0.30 დოლარის ნიშნულს ასცდება.

თუკი კრიპტოვალუტის კურსი მოიმატებს მომდევნო დონე 0.34 დოლარი იქნება. ასეთ დროს ანალიტიკოსები ვაჭრობას რეკომენდირებენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის კურსი 300 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ 360 დოლარამდე გაიზარდოს.

თუკი ალტკოინის ფასი მოიმატებს ტრეიდერებს თავისუფლად შეუძლიათ ვაჭრობის დაწყება.

ლაიტკოინი

5 ნოემებრს ლაიტკოინის ფასმა 63 დოლარის დონეს გადააჭარბა.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 47 დოლარამდე შემცირდეს.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ფასი მოიმატებს მომდევნო დონე 80 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის მატების დროს რეკომენდირებენ ვაჭრობის დაწყებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი