Cardano-ს თანადამფუძნებელი: ბიტკოინის ფასის დაცემა კრიპტო ბაზრისთვის ნეგატიური ნიშანია

0
491

Cardano-ს თანადამფუძნებელმა, ჩარლზ ჰოსკინსონმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასის დაცემა კრიპტო ბაზრისთვის ნეგატიური ნიშანია.

“თუკი ბიტკოინის კურსის ნიშნული დაიკლებს მაშინ ეთერიუმის ფასიც შემცირდება. ამის შემდეგ კი მთლიანად კრიპტო ბაზარი დაიკლებს. ეს კი ნიშნავს, რომ ყველა ციფრული ვალუტის ფასი მკვეთრად დაეცემა”,- განაცხადა ჩარლზ ჰოსკინსონმა.

დაახლოებით ერთი წლის წინ ჩარლზ ჰოსკინსონმა Twitter-ზე დაპოსტა, რომ Wall Street-ის შესვლა კრიპტოვალუტის სფეროში სექტორს ტრილიონობით დოლარის მოგებას მოუტანდა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ეთიოპიის მთავრობამ Cardano-სთან ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს. შეთანხმების მიზანი ქვეყნის აგროტექნიკურ ინდუსტრიაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვა იყო.

ჩარლზ ჰოსკინსონმა განაცხადა, რომ ეთიოპიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროსთან შეთანხმება მოიცავდა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებისთვის ადგილობრივი დეველოპერების მომზადებას.

Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე Cardano მე-12 ადგილზეა. ამჟამად კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია დაახლოებით, 1.072 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ Cardano კრიპტოვალუტის ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი