პიტერ შიფი: ბიტკოინის კურსი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს

0
541

ეკონომისტი პიტერ შიფი ვარაუდობს, რომ ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო შემცირდება. ანალიტიკოსის თქმით, შესაძლოა, კრიპტოვალუტის კურსი 4.000 დოლარზე ჩამოვიდეს.

კვირის განმავლობაში 24 სექტემბერი ნეგატიური დღე იყო ციფრული ვალუტის ბაზრისთვის. ბიტკოინის ფასი 9.990 დოლარიდან 9.700 დოლარამდე შემცირდა.

მოგვიანებით კრიპტოვალუტის კურსი კიდევ უფრო შემცირდა და 8.500 აშშ დოლარამდე დაიკლო.

“ბიტკოინის ფასი შემცირდა. კრიპტოვალუტა თვეების განმავლობაში ცდილობდა, რომ ფასი შეენარჩუნებინა და ამასთანავე, კურსის ზრდის ტენდენციაც ეჩვენებინა. თუმცა სამწუხაროდ, კურსი ძალიან შემცირდა”,- განაცხადა პიტერ შიფმა.

პიტერ შიფისგან განსხვავებით, ტექ.-ანალიტიკოსი ტიმ დრეიპერი პოზიტიურად არის განწყობილი ბიტკოინის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მისი აზრით, ბიტკოინის ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს. თუმცა, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ როდის დაფიქსირდება ბიტკოინის ფასის ნიშნული ასეთ მაღალ დონეზე.

ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ 2022 წლისთვის ბიტკოინის ფასი 250.000 დოლარი იქნება. ტიმ დრეიპერი იმასაც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შექმნილი მცირე შეფერხებების ფონზე ფასის ზრდაც შეფერხებულია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი