5 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიხოხილვა

0
937

გუშინდელ დღესთან შედარებით ციფრული ვალუტების ბაზარი უკეთესად გამოიყურება. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასები გაზრდილია.

ბიტკოინის ფასი კვლავ 11.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი დაახლოებით 4,07%-ით არის გაზრდილი.

ამ ეტაპზე კი ბიტკოინის კურსი 11.680 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ბიტკოინის გარდა, ეთერიუმის კურსიც გაიზარდა. დღის განმავლობაში ალტკოინის ფასის მაჩვენებელმა დაახლოებით 2.31%-ით მოიმატა.

ფასების უკანასკნელი რყევების მიუხედავად, ეთერიუმის კურსი 400 დოლარზე დაფიქსირდა.

ამჟამადაც, ეთერიუმის კურსი 400 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, 5 აგვისტოს, დღის განმავლობაში კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 354 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი