ბიტკოინ Cash-ის ფასი გაუმჯობესდა

0
1312

უკანასკნელი კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი საკმაოდ მერყევი იყო. თუმცა მიუხედავად ამისა, 18 იანვარს ბიტკოინ Cash-მა ფასის გაუმჯობესება მაინც მოახერხა.

დღეს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 381 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 394 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 376 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 382 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი შემცირდება შესაძლოა, ფასმა 360 დოლარამდეც კი დაიკლოს. თუმცა ფასის გაუმჯობესების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტამ 400 დოლარის დონე გადალახოს.

რაც შეეხება ლაიტკოინს: 18 იანვარს კრიპტოვალუტის კურსი წინა დღესთან შედარებით შემცირებული იყო.

ალტკოინზე ვაჭრობა 151 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 152 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 139 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობა კი 141 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსმა კლების ტენდენცია განაგრძო ლაიტკოინის ფასი 130 დოლარის ფარგლებში იმერყევებს. ფასის მატების შემთხვევაში კი კრიპტოვალუტა 170 დოლარის დონეს მიაღწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი