2 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
587

ხუთშაბათს, 2 დეკემბერს ციფრული ვალუტის ბაზრის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

ბიტკოინის ფასი 56.600 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული მხოლოდ 0.83%-ით არის შემცირებული.

ამ ეტაპზე კი ბიტკოინის ფასი 56.518 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 7 დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 4.15%-ით არის შემცირებული.

ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი კი 41%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასის მაჩვენებელმა დაიკლო. ბოლო რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტა 4.700-სა და 4.300 დოლარს შორის მერყეობს.

დღეს ალტკოინის ფასმა მხოლოდ 0.85%-ით მოიმატა. ეთერიუმის კურსი კი დღის ბოლოს 4.522 დოლარზე დაფიქსირდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ღირებულება მხოლოდ 0.21%-ით არის გაუმჯობესებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 2 დეკემბერს, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 606 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი