24 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
662

ოთხშაბათს, 24 ნოემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი სტაბილურად არ გამოიყურებოდა. კრიპტოვალუტების ფასებმა დაახლოებით, 1%-დან 11%-მდე დაიკლო.

23 ნოემბერს, ბიტკოინის კურსი პირველად აღმოჩნდა 55.630 დოლარის დონეზე. თუმცა დღის ბოლოს კრიპტოვალუტამ დონის გაუმჯობესება მოახერხა, რის შედეგადაც ვაჭრობა 57.569 დოლარზე დაიხურა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი მონაცემებით ფასი კიდევ უფრო შემცირებულია. დღეს ბიტკოინის კურსი 57.281 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბიტკოინის ფასმა კვალვ 60.000 დოლარის ფარგლებში დაიწყოს მოძრაობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ, ალტკოინის კურსი 4.380 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული კი 4.069 დოლარზე დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი თითქმის 3%-ით არის შემცირებული. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ალტკოინის კურსმა 4.400 დოლარის დონე უნდა დაიბრუნოს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 573 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი