ალტკოინების ფასი შემცირებულია

0
447

ბოლო დღეებია ციფრული ვალუტების კურსი რყევას განიცდის. ალტკოინების ფასების უმეტესობა შემცირებულია. კლების ტენდენცია 11 ივნისიდან დაიწყო.

გუშინ კი, 22 ივნისს, ლაიტკოინზე ვაჭრობა 53 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული ასევე 53 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 50 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობა კი ასევე 52 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი შემცირდება შესაძლოა, ფასმა 40 დოლარამდეც კი დაიკლოს.

ამჟამად, ლაიტკოინის კურსი 55 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება Binance Coin-ს: 24 მაისს ალტკოინზე ვაჭრობა 219 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული ასევე 220 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 211 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს Binance Coin-ზე ვაჭრობა კი 214 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსმა კლების ტენდენცია განაგრძო Binance Coin-ის ფასი 200 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

ამ ეტაპზე ალტკოინის კურსი 214 დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი