ალტკოინების კურსი გაუმჯობესდა

0
1452

7 ოქტომბერს ციფრული ვალუტების ფასები გაუმჯობესდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტების ბაზარი მნიშვნელოვნად გაზრდილია.

7 ოქტომბერს, დღის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის კურსი 600 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

გუშინ კი კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 594 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 624 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 563 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 618 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 800 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა კვლავ 500 დოლარამდე დაიკლოს.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 612 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

ბიტკოინ Cash-ის კურსის მსგავსად ლაიტკოინის ფასმაც მოიმატა. კვირის განმავლობაში ალტკოინის კურსის ზრდა 16.33%-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე ლაიტკოინის ფასი 179 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია კრიპტოვალუტის კურსის 210 დოლარამდე გაზრდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი