კრიპტოვალუტების ფასები გაუმჯობესებულია

0
784

დღეს ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდას განიცდის. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასმა საგრძნობლად მოიმატა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 32.138 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 8.35%-ით არის მომატებული.

ანალიტიკოსების პროგნოზით ბიტკოინის კურსის მომდევნო დონე 33.500 დოლარი იქნება.

ამჟამად ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 46.1%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსის ნიშნული 1.971 დოლარს შეადგენს. ექსპერტების პროგნოზით ციფრული ვალუტის მოსალოდნელი დონე 2.000 დოლარი იქნება.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 17.6%-ს შეადგენს.

ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში ეთერიუმის კურსმა შესაძლოა, 2.100 დოლარამდე მიაღწიოს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დააახლოებით ტრილიონ 307 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი