10 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
592

ხუთშაბათს, 10 იანვარს ციფრული ვალუტების ბაზარი შემცირდა.

ყველაზე დიდი დანაკარგი კი ბიტკოინმა განიცადა, როდესაც ფასი თითქმის 3.700 დოლარამდე დაეცა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა დაახლოებით 9%-ით დაიკლო. კრიპტოვალუტის ღირებულებამ კი 3.661 დოლარი შეადგინა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 3.888 დოლარზეც ფიქსირდებოდა. თუმცაღა 6 იანვრიდან მოყოლებული ბიტკოინზე ვაჭრობა 4.000 დოლარის ფარგლებში იხურებოდა.

რაც შეეხება რიპლის: რიპლიმ ისევ დაიბრუნა თავისი საპატიო მეორე ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერიუმი რიპლის კაპიტალიზაციის მაჩვენებლით ჩამორჩება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის საბაზარო კაპიტალიზაცია 13.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო რიპლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 13.57 მილიარდ დოლარს.

ამასთანავე, ბოლო 24 საათის განმავლობაში რიპლის კურსი 9%-ზე მეტით შემცირდა. ალტკოინის ფასმა 0.33 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა. დღის თავდაპირველი მაჩველებელი კი 0.38 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 10 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 122 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი