19 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
979

სამშაბათს, 19 მარტს ციფრული ვალუტების ბაზარი გაიზარდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტების კურსს ფასის განსაკუთრებული ვარდნა წინა კვირას არ განუცდიათ, თუმცა ბიტკოინის ფასი მაინც 4.000 დოლარის დაბლა მოძრაობდა.

ბიტკოინის კურსი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. გუშინ კრიპტოვალუტის ფასი 4.000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. უფრო კონკრეტულად, ბიტკოინის კურსი 4.031-სა და 4.082 დოლარს შორის მოძრაობდა.

რაც შეეხება ბაზრის კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმის კურსი 139 დოლარს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 0.19%-ით გაიზარდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვირის მანძილზე ეთერიუმის ყველაზე დაბალი ფასის მაჩვენებელი 139 დოლარი იყო. გასულ კვირას კი ყველაზე მაღალი ფასი ალტკოინმა 144 დოლარზე დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 19 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 140 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი