ალტკოინების კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს

0
702

3 მარტს ციფრული ვალუტების ფასებს მკვეთრი ცვლილება არ განუცდია. შეიძლება ითქვას, რომ ალტკოინების კურსი დღესაც სტაბილურობას ინარჩუნებს.

3 მარტს ლაიტკოინზე ვაჭრობა 177 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 190 დოლარის დონეს ასცდა და 196 დოლარზე დაფიქსირდა.

ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კვლავ 177 დოლარი იყო. დღის ბოლოს კი ლაიტკოინზე ვაჭრობა 188 დოლარზე დაიხურა.

ამ ეტაპზე ალტკოინის ღირებულება 189 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ლაიტკოინის ფასმა თითქმის 2%-ით დაიკლო.

თუკი ლაიტკოინის ფასი მოიმატებს მომდევნო სამიზნე დონე 200 დოლარია.

გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 517 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 554 დოლარი იყო. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 512 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 523 დოლარზე დაიხურა.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 529 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 1.67%-ით არის შემცირებული.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 600 დოლარს მიაღწიოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი