კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
654

ანალიტიკოსების მოლოდინების მიუხედავად, კრიპტოვალუტების ფასის მატება ამ კვირაში არ დაფიქსირებულა.

ბიტკონი

ბიტკოინი განაგრძობს კურსის კლებას. კრიპტოვალუტის კრიტიკული ზღვარი 28.953 დოლარზე დაფიქსირდა. თუ ბიტკოინი ამ ზღვარს ჩამოსცდება კურსის მოსალოდნელი მაჩვენებელი 22.106 დოლარი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელი დონე 41.959 დოლარია.

კვირას, საღამოს ბიტკოინის ფასი 32.103 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ანალიტიკოსები ბიტკოინით მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ სანამ კრიპტოვალუტის კურსი შედარებით არ გამყარდება ბიტკოინით ვაჭრობა არ განახორციელონ.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსი ბიტკოინის მსგავსად კლებას განიცდიდა. კრიპტოვალუტის ფასის დაცემის უკიდურესი მაჩვენებელი 21 იანვარს 1.098 დოლარს შეადგენდა. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფასის ასეთ დაცემას ერთბაშად არ მოელოდნენ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსის მერყეობას საკმაოდ დიდი დიაპაზონი აქვს: 1.432-დან 1.098-მდე დოლარის შუალედი.

ფასის ზრდის პირველი ნიშანი იქნება, როდესაც ეთერიუმის კურსი 1.300 დოლარის დონეს მიაღწევს.

ამის შემდეგ მომდევნო დონე უკვე 1.675 დოლარია.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის მომატების დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.

რიპლი

22 იანვარს რიპლი ფასი 0.25 დოლარს ჩამოსცდა. თუ ასე გაგრძელდა, რიპლი შესაძლოა, 0.17 დოლარზე დაეცეს.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რიპლი მოახერხებს ფასის ზრდას მოსალოდნელი მაჩვენებელი 0.38 დოლარი იქნება.

თუმცა ამ მაჩვენებლის მიღწევამდე საჭიროა ალტკოინმა 0.29 დოლარის დონე გადალახოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ დაელოდონ რიპლის კურსის გამყარებას და ამის შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

პარასკევს, 22 იანვარს როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, ბიტკოინ Cash-ის კურსი 400 დოლარის დონეს ჩამოსცდა. ფასის მერყეობს შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ალტკოინის კურსმა 375-დან 459 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს.

ფასის მატების შემთხვევაში კი კურსი 539 დოლარამდე გაიზრდება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობას მაშინ ურჩევენ, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 500 დოლარის ნიშნულს მყარად დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტები სავაჭრო ოპერაციების დაწყებას, ფასის გამყარებამდე, რეკომენდაციას არ უწევენ.

ლაიტკოინი

კვირას, საღამოს ლაიტკოინის კურსი 140 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუკი კურსი დაეცემა მოსალოდნელი მაჩვენებელი 120 დოლარი იქნება.

ექსპერტები ამბობენ, რომ ლაიტკოინის ზრდის ტენდენცია მხოლოდ მაშინ იქნება მყარი, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 160 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.

ანალიტიკოსები ლაიტკოინზე ვაჭრობის დაწყებას მაშინ რეკომენდირებენ, როდესაც ალტკოინი 152 დოლარის დონეს გადალახავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი