კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1030

წინა კვირას ციფრული ვალუტის კურსი საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუმცა მოულოდნელად, კვირის ბოლოს კრიპტოვალუტების ფასმა საგრძნობლად დაიკლო.

ბიტკოინი

ბიტკონის ფასი მკვეთრად გაიზარდა. თუმცა პარასკევს ფასმა კლების ტენდენცია აჩვენა. ამის შემდეგ, შაბათ-კვირას კურსმა კვლავ მოიმატა და 18.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა.

ექსპერტების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 14.500 დოლარზე აღმოჩნდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა მოსალოდნელი ნიშნული კვლავ 19.000 დოლარია.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოვაჭრეები ნაწილობრივ მოგებას 18.500 დოლარზე მიიღებენ. ამ დროს ექსპერტები ინვესტორებს ურჩევენ, რომ აღნიშნული პოზიცია შეინარჩუნონ.

ეთერიუმი

28 და 29 ნოემბერს ეთერიუმის კურსი 550 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. კვირას საღამოს კი ეთერიუმის ღირებულებამ 568 დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ მომდევნო შემოთავაზებული ფასი 625 დოლარია.

ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ ეთერიუმი 590 დოლარზე მოახერხებს ფასის გაზრდას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტამ კლების ტენდენცია აჩვენა მაშინ, ფასები 500-დან 488 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის გამყარებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

რიპლი

რიპლიმ 0.61 დოლარის ნიშნული დაიკავა.

თუკი რიპლი 0.50 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 0.43 დოლარამდე შემცირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლის კურსი გაიზრდება ფასის მომდევნო მაჩვენებელი 0.72 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ვაჭობას რეკომენდირებენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის კურსი 283 დოლარამდე გაიზარდა.

ზრდის ტენდენციისას მოსალოდნელია კურსის 300-სა და 334 დოლარს შორის მერყეობა. თუ კრიპტოვალუტა ამ წინააღმდეგობას დასძლევს მომდევნო სამიზნე ფასი 350 დოლარი იქნება.

კლების ტენდენციისას, ანალიტიკოსები ტრეიდერებს 231 დოლარზე პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

თუმცა, ამ ეტაპზე, ექსპერტები ალტკოინის კურსის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინმა 72 დოლარის ნიშნული დაარღვია. ამიტომ ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ კრიპტოვალუტის კურსი 105 დოლარამდე გაიზრდება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 90 დოლარზე კრიპტოვალუტას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდება.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი შემცირდება ფასის მოსალოდნელი ნიშნული 64 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ვაჭრობის დაწყებას რეკომენდირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი