კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
596

წინა კვირას ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდის ტენდენციას აჩვენებდა.

ბიტკოინი

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ბიტკოინის კურსი 10.855 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუმცა კრიპტოვალუტა ამ დონეზე არ შეჩერებულა. კვირის ბოლოს ბიტკოინის ფასი 11.000 დოლარზე დაფიქსირდა.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი კლებას დაიწყებს მომდევნო დონე 10.744 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინის კურსის მატების დონე 12.000 დოლარს შეადგენს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა სამიზნე დონე 12.434 დოლარია.

ეთერიუმი

კვირა საღამოს ეთერიუმის კურსის ნიშნული 374 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო რამდენიმე დღეა ალტკოინის ფასი 370-სა და 375 დოლარს შორის არის.

ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსი 300 დოლარის დონეს ჩამოსცდეს. ეთერიუმის ფასის კლების დროს მოსალოდნელია, რომ კურსი 333-სა და 345 დოლარის შუალედში იმოძრავებს.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ფასი ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს მოსალოდნელი დონე 395 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის ზრდას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

რიპლი

ბოლო რამდენიმე დღეა ალტკოინის კურსი 0.26 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ რიპლის ფასი 0.23-სა და 0.20 დოლარს შორის იმოძრავებს.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის დონე მოიმატებს სავარაუდო მაჩვენებელი 0.30 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

კვირა საღამოს ალტკოინის დონე 242 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. კურსის კლების შემთხვევაში ფასი შესაძლოა, 220 დოლარამდე დაეცეს.

ფასის კიდევ უფრო დაცემის დროს მოსალოდნელია, რომ ალტკოინის დონე 200 დოლარამდე შემცირდეს.

იმ შემთხვევაში, თუ კურსის მატება დაფიქსირდება ბიტკოინ Cash-ის სამიზნე დონე 280 დოლარია.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატებას დაელოდონ.

ლაიტკოინი

გუშინ ლაიტკოინის კურსი 50 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ფასის კლების შემთხვევაში მომდევნო დონე 42 დოლარი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი მოიმატებს მომდევნო სამიზნე ნიშნული 64 დოლარია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის გამყარებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი