21 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
748

ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს კრიპტოვალუტების ბაზარმა ზრდა დაიწყო. წინა კვირის კლების ტენდენციის შემდეგ ეს საკმაოდ პოზიტიური ნიშანია. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტების კურსის 1%-დან 17%-მდე ზრდა დაფიქსირდა.

ბიტკოინის კურსმა საგრძნობლად მოიმატა. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 12.600 დოლარის ზღვარს ასცდა და 12.822 დოლარზე დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკონის კურსი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 7.96%-ით გაიზარდა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე ბიტკოინის დომინანტურობის მაჩვენებელი 61.3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: დღეს, ალტკოინის კურსი 6.88%-ით გაიზარდა და ფასი საბოლოოდ 394 დოლარზე დაფიქსირდა. ეთერიუმის კურსი წინა კვირის მანძილზე საკმაოდ მერყევი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ალტკოინის ფასი ძირითადად 362-სა და 280 დოლარს შორის მოძრაობდა.

შეგახსენებეთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 ოქტომბერს, დღის ბოლოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 388 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი